Geo / Eng



 

კომპანია "დიკე ინტერნეშნელ" დაფუძნდა 1995 წლის 31 აგვისტოს. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა მთარგმნელობითი მომსახურება.

კომპანიის კლიენტები არიან წამყვანი იურიდიული,  სადაზღვევო, აუდიტური კომპანიები, საქართველოში აკრედიტირებული საზღვარგარეთის ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობები და საერთაშორისო ორგანიზაციები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, უმსხვილესი სამშენებლო კომპანიები და სააქციო საზოგადოებები, აგრეთვე საზღვარგარეთის პარტნიორები.

ბაზარზე ბოლო წლებში მსგავსი პროფილის ბევრი ახალი კომპანიის გამოჩენამ მნიშვნელოვანი გავლენა არ მოახდინა შ.პ.ს "დიკე ინტერნეშნელ"-ის საქმიანობაზე, რაც, ერთის მხრივ, აიხსნება მომსახურების მაღალი ხარისხით, გამოცდილი მაღალკვალიფიცირებული კადრებით, ხოლო, მეორეს მხრივ კი, წლების მანძილზე მოპოვებული კლიენტების ნდობით.

შ.პ.ს. "დიკე ინტერნეშნელ"-თან წლების განმავლობაში თანამშრომლობენ ისეთი ცნობილი საბანკო დაწესებულებები, როგორებიცაა საქართველოს ბანკი, თი-ბი-სი ბანკი, ბანკი ქართუ, ბანკი რესპუბლიკა, სახალხო ბანკი, ვი-თი-ბი ბანკი - ჯორჯია, სილქროუდ ბანკი, ემპორიკა ბანკი, კო-სტანდარტბანკი, ტაობანკი, პროკრედიტბანკი.

    მრავალი წლის მანძილზე ჩვენი კომპანია ნაყოფიერად თანამშრომლობდა ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, სოფლის მეურნეობის, განათლების, ენერგეტიკის, ტრანსპორტის და ფინანსთა სამინისტროებთან უმსვილესი პროექტების განხორციელების პროცესში. აგრეთვე, ჩვენს მიერ შესრულდა არაერთი დიდი პროექტის თარგმნა საქართველოს გაერთიანებული ელექტროსისტემის, ფონდის `ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს~, საქართველოს გაზისა და ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის დაკვეთით.

საყურადღებოა, რომ შ.პ.ს. `დიკე ინტერნეშნელ~ არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სრულტექსტოვანი ინგლისურენოვანი საკანანომდებლო ბაზის `საქართველოს კანონები და კანონქვემდებარე აქტები~ მფლობელი. აღნიშნული ბაზა შეიქმნა კომპანიის მიერ 1995 წელს და მასში შესულია საქართველოს კოდექსების, კანონების, ნორმატული და კანონქვემდებარე აქტების, ინსტრუქციებისა და ა.შ. ტექსტები ინგლისურ ენაზე. ამასთან, ხდება მისი რეგულარულად განახლება. შექმნილია საცნობარო-საძიებო სისტემა “Legal Database”, რომელიც შეიცავს საქართველოს ყველა კანონის ანოტაციას ინგლისურ ენაზე, დაწყებული 1994 წლიდან.

 


currently, there are 120 laws and amendments in the database